X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს, ჰადას ესთერ მეიცადს შეხვდა.

10 ნოემბერი 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს, ჰადას ესთერ მეიცადს შეხვდა.

შეხვედრის მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა და ისაუბრეს საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

ირაკლი ქარსელაძემ სტუმარს გაუზიარა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების პროგრესზე. ისაუბრა საერთაშორისო მაგისტრალური გზების განვითარების შედეგებზე და შეაჯამა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ მიმდინარეობის შედეგები. მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის რეგიონების განვითარებისათვის ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას.

ირაკლი ქარსელაძემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული, ქვეყნის განვითარების 10 წლიანი სტრატეგიით გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებაც.

ჰადას მეიცადმა მაღალი შეფასება მისცა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების შედეგებს, მათი მიმდინარეობის პროგრესს და ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა გამოთქვა.